გვერდები

Sunday, July 5, 2015

პროექტი; გარემოს დაცვა დაბინძურებისაგან.

1.       პროექტის სახელწოდება: გარემოს დაცვა დაბინძურებისაგან.
2.       პროექტის მთავარი იდეა[ თემა] 1-2 წინადადებით; იცოდნენ მოსწავლეებმა თუ რა პროცესებს გამოიწვევს გარემოს დაბინძურება ჩვენს ყოფა ცხოვრებაში და კერძოდ ცოცხალ სამყაროზე.
3.       პროექტის აქტუალობა;  მოსწავლეებს ეს ცოდნა გამოადგებათ იმაში, რომ დაიცვან ჩვენი ფლორა და ფაუნა , გაუფრთხილდენ ტბებსა და მდინაარეებს არ დააბინძურონ ჩვენი საცხოვრებელი გარემო ,ტყეები , მინდვრები, ქუჩები და ა.შ.
4.       პროექტის მიზნები;   ამ  პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები შეისწავლიან და დაამახსოვრდებათ კერძოთ რა დაავადებები და რა უკუ შედეგები შეიძლება გამოიწვიოს გარემოს დაბინძურებამ.
5.       მონაწილეთა ასაკი;   11-12წ.
6.       ვადები/ხანგძლივობა; სამი კვირა.
7.       მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას; კედლის გაზეთი.
8.       პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები; ბიბლიოთეკაში არსებული სახელმძღვანელოები ეკოლოგიის შესახებ, ინტერნეტში მოძიებული საკითხები სხვადასხვა ილუსტრაციები,ქაღალდი, ფანქარი,ფლომასტერები.
9.       პროექტის მსვლელობა ძირითადი[აქტივობები]; მოსწავლეები დავყოთ ორ  ჯგუფად. პირველ ჯგუფს ეძლევა სამუშაო მოიძიონ ინფორმაცია ზღვებზე, ოკეანეებზე,ტბებსა და მდინარეების შესახებ. სწავლობენ წყლის როლს ბუნებაში და ადგენენ იმ შედეგებს თუ რას გამოიწვევს მისი დაბინძურება და როგორ იმოქმედებს ჩვენზე და აგრეთვე წყალში მცხოვრებ ორგანიზმებზე.
მეორე ჯგუფი მუშაობს  და იძიებს იმფორმაციას მცენარეთა სამყაროს შესახებ მათ როლზე და მნიშვნელობაზე .ქუჩების, პარკების საცხოვრებელი გარემოს, ტყეების და მთლიანად მწვანე საფარის დანაგვიანება რა დაავადებებსა და რა კატაკლიზმებს გამოიწვევს ჩვენს პლანეტაზე. მოსწავლეები მოძიებულ მასალებზე დაყრდნობით ამზადებენ კედლის გაზეთს. 
10.   საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი; ბიოლოგიასთან,ეკოლოგიასთან.ბუნ.VI.8.მოსწავლეს შეუძლია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედი მავნე ფაქტორების ამოცნობა.ბუნ.VI.10.მოსწავლეს შეუძლია გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარება, მათი მნიშვნელობის აღწერა და  დასაბუთება. 

11.   პროექტის ხელმძღვანელი[მასწავლებელი]; მალხაზ კონცელიძე.
12.   ხელმძღვანელის ელ.ფოსტა; koncelidzemalxazi@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი;http://koncelidzemalxazi.blogspot.com/

პროექტის განხორციელების გეგმა